Welcome Party 2015

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Welcome Party 2015


მ/წ 14 სექტემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში, პირველკურსელთათვის გაიმართა ე.წ. Welcome Party. ღონისძიება, ისე როგორც დასავლურ უნივერსიტეტებში, ღია ცის ქვეშ, ჩვენი უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა. საღამოს უძღვებოდა გიორგი აფციაური. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა გულიკო გალდავამ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა - გიორგი მაქარაშვილმა, ზურაბ მურაკაშვილმა, ანა ჩომახიძემ.

 

საღამოს განსაკუთრებული ტემპერამენტი შესძინა ცნობილი კომპოზიტორის ჯემალ სეფიაშვილის მისალმებამ და მის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, ხოლო პოპულარულმა ბენდმა Goofy Land დაუვიწყარი გახადა ეს დღე.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლიკი ლემონჯარიამ და შოთიკო ფუტკარაძემ ტოლი არ დაუდეს პროფესიონალებს და პირველკურსელებისთვის ცნობილი ხიტები შეასრულეს.

 

საღამო გაამრავალფეროვნეს ჩვენი უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებმა, რომლებმაც, სპეციალურად ამ საღამოსთვის, ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულეს.