პრეზენტაცია - დებატ კლუბის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პრეზენტაცია - დებატ კლუბის შესახებ


„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ინიციატივით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შექმნილია დებატების კლუბი. ანალოგიური კლუბები მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტში არსებობს და პოპულარობით სარგებლობს. კლუბის წევრებმა არაერთ საერთაშორისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და წარმატებებსაც მიაღწიეს.

 

8 ოქტომბერს უნივერსიტეტში გაიმართა კლუბის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია და დაისახა მომავალი წლის გეგმები.

 

დებატების კლუბის წევრობის მსურველებმა უნდა გაიარონ ორეტაპიანი კონკურსი.

 

შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ დებატების კლუბის წარჩინებული წევრები მონაწილეობას მიიღებენ დებატების ეროვნულ და საერთაშორისო ფორუმებში, რომლებიც მუდმივად იმართება საგანმანათლებლო დებატების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელის IDEA–ს ეგიდით. ფორუმის მასშტაბები მთელს მსოფლიოს მოიცავს, რომელშიც მონაწილეობას იღებს ყველა ის ქვეყანა, სადაც არსებობს ასეთი კლუბები.

 

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო ფორუმებში უნდა გაწევრიანდეთ უნივერსიტეტის დებატების კლუბში. ველით ნიჭიერ და მოტივირებულ სტუდენტებს.