სტუდენტების მობილობა ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლაში (უნგრეთი)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების მობილობა ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლაში (უნგრეთი)

2015 წლის 7 სექტემბრიდან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი თენგიზ ხრუსტალი მივლინებულია ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლაში, 1 წლით, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის დასასრულებლად.

 

ორმაგი დიპლომის პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი კრედიტების დაგროვების საფუძველზე, იგი მიიღებს ოქსფორდის ბრუკსის უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსა და დიპლომს.

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე 577538626; n.kemertelidze@gruni.edu.ge