სტუდენტების საერთაშორისო მობილობა გერმანიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების საერთაშორისო მობილობა გერმანიაში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა ანა იოსელიანმა, გვანცა უზნაძემ და გვანცა ბურდულმა შიდა საუნივერსიტეტო კონკურსის საფუძველზე, გერმანიის ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით ბიზნესის ადმინისტრირების კურსი გაიარეს. სტუდენტები შეძენილი ცოდნით და გამოცდილებით კმაყოფილები არიან და თვლიან, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა მათ პროფესიული ცოდნის მიღების და კვალიფიკაციის ამაღლების უნიკალური შანსი მისცა.