სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის პროგრამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის პროგრამა

 

სკრენტონის (აშშ) უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ა.წ. ივნისიდან უნივერსიტეტში იწყება სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის პროგრამის განხორციელება.

 

პირველ ეტაპზე  აშშ-იში გაემგზავრება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამი სტუდენტი 20 დღით.

სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის პროგრამის მიხედვით უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს – მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მედიცინისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტებს.

 

შერჩევისას გათვალისწინებული იქნება ინგლისური ენის ცოდნის დონე და ფაკულტეტის რეკომენდაცია..

 

არსებული ხელშეკრულების მიხედვით პროგრამულ ნაწილს მთლიანად აფინანსებს ამერიკული მხარე. 

სტუდენტები ისარგებლებენ სკრენტონის უნივერსიტეტის სტუდენტთა ყველა უფლებებით (სათანადო მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში). მოწმობა გაიცემა ჩამოსვლის მეორე-მესამე დღეს:

კერძოდ:

სტუდენტები ჩართულნი იქნებიან სასწავლო პროცესში, რომელსაც განახორციელებს უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადამიანური რესურსების მენეჯმენტის დეპარტამენტის პედაგიური პერსონალი;

 

უფასოდ ისარგებლებენ:

დეპარტამენტის კომპიუტერული კლასით;

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით:

სპორტული კომპლექსის საცურაო აუზით და სხვადასხვა სახის სავარჯიშო დარბაზებით;

 

სტუდენტს შეუძლია დაესწროს უფასოდ:

უნივერსიტეტის სპორტულ კომპლექსში ჩატარებულ შეჯიბრებს: 

უნივერსიტეტის   კამპუსში ჩატარებულ კონცერტებს.

 

სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასოდ:

საერთო საცხოვრებლით (ორსართულიანი კოტეჯი – პირველ სართულზე მისაღები, სასადილო, სამზარეულო, მეორე სართულზე საძინებლები)

 

სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან შეღავათიანი ვაუჩერით (30-40%- ანი ფასდაკლება), რათა იკვებონ უნივერსიტეტის სასადილოში (სამ-ჯერადი კვების საშუალო საფასური შეადგენს 10-14 დოლარს)

 

მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად სტუდენტები სარგებლობენ შეღავათებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით) სარგებლობის შემთხვევაში.

 

საქართველოდან წარგზავნილმა სტუდენტმა საკუთარი სახსრებით უნდა გაწიოს შემდეგი ხარჯები:

 

 

  • სამგზავრო ბილეთის შეძენა აშშ-იში (საშუალო ფასი 950-1100)
  • სამგზავრო ბილეთის შეძენა ნიუ-იორკიდან სკრენტონში  და უკან (roundtrip ticket - 60 USD)
  • უნივერსიტეტის სასადილოთი სარგებლობის ვაუჩერი (200-230 USD)
  • სხვა ხარჯები, დაკავშირებული სტუდენტის პირად ინტერესებთან, გართობასთან ან გადაადგილებასთან.

 

სტუდენტი, რომელიც გაემგზავრება აშშ-ში ვალდებულია დაიცვას ქცევის ნორმები, გამომდინარე გაცვლითი პროგრამის მიზნებიდან (ჯგუფის ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე აკრძალულია მეცადინეობების გაცდენა, კამპუსის ტერიტორიის ხანგრძლივი დროით დატოვება, გადაადგილება სხვა ქალაქში და სხვ.) 

 

აშშ-იში გასამგზავრებლად ვიწვევთ ყველა ფაკულტეტის უფროსი კურსების სტუდენტებს (ან მაგისტრანტებს), რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და რომელთაც აინტერესებთ ადამიანური რესურსების მენეჯმენტის პრობლემები. (იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტი მრავალპროფილურია ადგილზე შესაძლოა შეთანხმების მიღწევა სხვა დეპარტამენტის ბაზაზე განხორციელებულ სასწავლო კურსებში მისი ჩართვის შესახებ).

 

აშშ-ის სავიზო რეჟიმის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, რომ კანკურსზე არ იქნენ დაშვებული ახალგაზრდები, რომელთა მშობლები ან სხვა ახლო ნათესავები არალეგალურად იმყოფებიან აშშ-ის ტერიტორიაზე.

 

მოკლე ცნობები ქალაქ სკრენტონისა და უნივერსიტეტის შესახებ:

უნივერსიტეტი დაარსებულია კათოლიკური ეკლესიის მიერ, მაგრამ, ამჟამად წარმოადგენს კერძო სასწავლო დაწესებულებას, რომელიც იმართება სამეურვეო საბჭოს მიერ. აშშ-ის საუნივერსიტეტო რეიტინგში მას საკმარისად მაღალი ადგილი უჭირავს, ამიტომაც სწავლის ღირებულება საშუალო დონეზე გაცილებით მაღალია (25-38 ათასი USD წელიწადში).

უფრო დაწვრილებით მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ უნივერსიტეტის WEB გვერდზე: http://matrix.scranton.edu/

 

სკრენტონი განლაგებულია პენსილვანიის შტატის შუაგულში (ნიუ-იორკის-ფილადელფიასა და ვაშინგტონს შორის), ამჯამად მისი მოსახლეობა შეადგენს 80000 მცხოვრებს. აღიარებულია, როგორც აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საუნივერსიტეტო ქალაქი.

უფრო დაწვრილებით მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ WEB გვერდზე: http://www.scrantonpa.gov/