კონკურსი გერმანიაში ერთ სემესტრიანი გაცვლითი პროგრამის თაობაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი გერმანიაში ერთ სემესტრიანი გაცვლითი პროგრამის თაობაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მეგობარი ჰეიდენჰეიმის უნივერსიტეტი 2 სტუდენტს აძლევს საშუალებას ერთი სემესტრით (2010 წლის სექტემბერი–დეკემბერი) ისწავლოს ჰაიდენჰეიმის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამაზე.   დაწვრილებით იხილეთ აქ.. 

სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • აკადემიური მოსწრება
  • ინგლისური ენის კარგად ფლობა
  • გერმანული ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა (შესაძლებელია ინტენსიური კურსის გავლა სექტემბრამდე)
  • გასაუბრება

დაინტერესებულმა პირები 2010 წლის 15 აპრილამდე უნდა დარეგისტრირდენ ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანატში. 
წარმოდგენილ უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ნიშნების ფურცელი
  • განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხილეთ თანდართული დოკუმენტი)
  • მოტივაცია ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვერდი)

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ფაკულტეტის დეკანატში.

აპლიკაციის ფორმა