სასწავლო გასვლითი ტური ბირთვისში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო გასვლითი ტური ბირთვისში

14 ოქტომბერს ბიზნესისა და მართვის სკოლის IV დონის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს ბირთვისში სასწავლო გასვლითი ტური ჰქონდათ. სტუდენტებმა დაათვალიერეს ბირთვისის უნიკალური ვიწრო ხეობა და დალაშქრეს რთულად მისასვლელი ციხეები. ტურს ერეკლე უგრელიძე ხელმძღვანელობდა.