წმინდა იოანეს კოლეჯისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ,,ახალი გელათის”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


წმინდა იოანეს კოლეჯისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ,,ახალი გელათის”

 

2008 წლის 16 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ანაპოლისის წმინდა იოანეს კოლეჯისა (აშშ)  და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ,,ახალი გელათის” აკადემიის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი სემინარები. სემინარები შედგებოდა ხუთი ნაწილისაგან. მასში მინაწილეობა მიიღო ორმოცდაათამდე სტუდენტმა და პროფესორ-მასწავლებელმა მათ შორის წმინდა იოანეს კოლეჯის ოთხმა სტუდენტმა (ნოელ ბროკეტი, აცაცია პაპასი, ვინჩენტ ტავანი, ნინო ადუაშვილი) და ერთმა პროფესორმა დუან ლასეი).
 
სემინარები მიმდინარეობდა დიდი წიგნების კითხვისა და ლიბერალური განათლების მეთოდზე დაყრდნობით. სემინარების მონაწილეებს გადაეცათ ,,ახალი გელათის” აკადემიისა და წმინდა იოანეს კოლეჯის ერთობლივი სერთიფიკატები. ერთობლივი სემინარები ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის ლანსელოტ ფლეტჩერის ხელმძღვანელობით. სემინარის მიმდინარეობა გაშუქებული იქნა ,,რუსთავი-2” –ის ტელევიზიის მიერ.
 
სემინარების დასრულების შემდეგ წმინდა იოანეს კოლეჯის დელეგაცია ქართველ მასპინძლებთან ერთად გაემგზავრა ათდღიან ტურისტულ ტურში რომლის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა და ქართული კულტურის გაცნობა.