მრგვალი მაგიდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მრგვალი მაგიდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტისა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ინიციატივით, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გენერალ-ლეიტენანტ გურამ გვეტაძის წიგნის „გენერლის მოგონებათა ზარდახშა“ განხილვა მოეწყო.

 

წიგნი შინაარსობრივად ასახავდა საქართველოს უახლესი ისტორიიდან გახმაურებულ კრიმინალურ ფაქტებს და მათ გამოძიებას. განხილვაში მონაწილეობა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს. მათ შორის იყვნენ გენერლები და პოლკოვნიკები, რომელთაც გაიხსენეს კონკრეტული ფაქტები და ისაუბრეს ზოგად კრიმინოგენულ ვითარებაზე.

 

მათ გამოთქვეს სურვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დასახმარებლად, მათი გამოცდილების და პრაქტიკიდან გამომდინარე შეიმუშაონ კონკრეტული წინადადებები და გააცნონ მინისტრს.