შეხვედრა ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევების და ანალიზის ცენტრის წარმომადგენლებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევების და ანალიზის ცენტრის წარმომადგენლებთან

2010 წლის 29 ნოემბერს, 15:00  საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევების და ანალიზის ცენტრის წარმომადგენლებს.
 
სტუმრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ინფორმაციულ უსაფრთხოებაში თანამედროვე საფრთხეებისა და ტენდეციების შესახებ, საერთაშორისო ტერორიზმის რაობაზე, დაზვერვის სახეებზე, მიზნებზე, ამოცანებზე და ხერხებზე, კიბერ შპიონაჟზე და მის სამართლებრივ ასპექტებზე, ჰაკერებთან ბრძოლის გზებზე, მეკობრეობის გავლენაზე ეკონომიკასა და IT ინდუსტრიაში. ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებზე და სხვა მრავალი საკითხის გაცნობის შემდეგ, ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შესთავაზეს ინტერაქტიული სწავლების მეთოდი და გააცნეს contact@ssac.ge, სადაც დაწვრილებითაა განხილული ყველა საკითხი და შესთავაზეს სტუდენტებს სწავლება გარკვეული ანაზღაურების საფასურად.