იმიტირებული სასამართლო პროცესი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


იმიტირებული სასამართლო პროცესი

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა პირველი ადგილი მოიპოვეს ეროვნულ ოლიმპიადაში, რომელიც ჩატარდა საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და აშშ-ს თანადგომით. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 160-ზე მეტი სტუდენტი.
 
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი ,,თემიდა” მონაწილეობდა ადმინისტრაციული სამართლის ხაზით. მან გაიმარჯვა და მოსამართლე გუნდებს შორის 1018 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. გუნდის წევრებს: ნინო ენდელაძეს, სოფო ბარნაბიშვილს, თამაზ კიკიანსა და ბექა დოჭვირს (ბაკალავრიატის IV დონე), გადაეცათ სერთიფიკატები;
 
ნინო ენდელაძე სერთიფიკატით დაჯილდოვდა საუკეთესო მოსამართლეობისათვის.
 
ეროვნული ოლიმპიადის მხარდაჭერისათვის სერტიფიკატები გადაეცათ ჟიურის წევრებს: სრულ პროფესორს – მანანა მოსულიშვილს, ასისტენტ პროფესორებს: მარინა მარინაშვილს (ადმინისტრაციული სამართალი), ამირან მოსულიშვილს (სისხლის სამართალი) და მარი ქოქიაშვილს (სამოქალაქო სამართალი).