ტრენინგი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი

ამერიკის იურისტთა ასოციაციის ექსკლუზიური თხოვნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია და მისი ხელმძღვანელი სამართლის დოქტორი, FBI -ს სერთიფიცირებული სპეციალისტი, პროფესორი გია დეკანოზიშვილი 2011 წლის 29-31 ივლისს საქართველოს ადვოკატთა პროფესიული გადამზადების პროგრამაში  ჩაერთო . გადამზადების პროგრამა კრიმინალისტიკის მიმართულებას გულისხმობდა. საქართველოს ადვოკატებს საშუალება ჰქონდათ სასწავლო რესურსად გამოეყენებინათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიის უახლესი ტექნიკური ბაზა. გამოძიების ფედერალური ბიუროს(  FBI)  ხელსაწყო-დანადგარები და მიკროსკოპული ტექნიკა. ტრენინგი თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობდა. საქართველოს ადვოკატთა პროფესიული გადამზადება კვლავ გრძელდება.