პროექტი „თავისუფალ მეცნიერებათა საზოგადოება“ დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროექტი „თავისუფალ მეცნიერებათა საზოგადოება“ დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტის ნინო კეკელიას ინიციატივითა და ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში განხორციელდა პროექტი \"თავისუფალ მეცნიერებათა საზოგადოება\". პროექტის მიზნი თავისუფალი განათლების მეთოდის პოპულარიზაცია იყო. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გარდა, პროექტში -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამერიკული აკადემია მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებმა წაიკითხეს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა და იმსჯელეს ავტორისა და მისი შემოქმედების შესახებ.

 

პროექტი ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა. ორგანიზატორი კმაყოფილი დარჩა შედეგით, ამდენად, მომავალი წლისთვის კვლავ იგეგმება მსგავსი პროექტის განხორცილება. პროექტის დეტალური აღწერა და მის ფარგლებში,წაკითხული წიგნების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.