სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ,,აისეკ საქართველოს” შორის დადებული პარნიორული ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ სტაჟირება გაიარონ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 

 

,,აისეკი” არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას განავითარონ ლიდერული პოტენციალი, რომ იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. “აისეკი” 62 წლიანი გამოცდილების შედეგად წარმოდგენილია 107 ქვეყნის 2200-ზე მეტ უნივერსიტეტში.

 

აისეკ საქართველომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩაატარა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესარჩევი ეტაპები და შედეგად შეარჩია 23 სტუდენტი რომელთან მონაწილეობის მიიღება შეუძლიათ საერთაშორისო პროგრამებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მაშტაბით. 

 

3 შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ გამოვლინდა 4 საუკეთსო სტუდენტი რომელიც მიიღებს დაფინანსებას, ესენი არიან: 

1. ნინო ნახუცრიშვილი 

2. მეგი მაჩაბელი 

3. ლიკა კვარაცხელია 

4. ლუკა ხაჩიძე 

პროექტი 50 % დაფინანსებულია აისეკის მიერ. უნივერსიტეტის სტუდენტთა პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.