სასწავლო ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე

ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის დაფინანსებით მოეწყო გასვლითი ლექცია - „ეკოტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე“. პროექტი განხორციელდა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის საგანმანათლებლო პოლიტიკისა და სასწავლო პროგრამის მიხედვით. პროექტში მონაწილეობდნენ ტურიზმის სპეციალობის პირველი, მესამე და მეოთხე დონის სტუდენტები. სტუდენტებმა მოინახულეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ვიზიტორთა ცენტრი, სადაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ნაკრძალის შესახებ, ნახეს ვიდეოფილმი. დაათვალიერეს საოჯახო სასტუმრო მიმდებარე ტერიტორიაზე. და ბოლოს, ფეხით გაემართნენ ლაგოდეხის ჩანჩქერის მიმართულებით.