გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საგაზაფხულო აქცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საგაზაფხულო აქცია

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით 8 მარტს აქცია გამართეს.

 

უნივერსიტეტის სტუდენტები სპეციალურად ამ დღისთვის ორგანიზებული კოლონით და სპეციალური მანქანით „გაზაფხულის ექსპრესი“ დილიდან თბილისის ქუჩებში დადიოდნენ და ქალბატონებს გაზაფხულის მოსვლას ულოცავდნენ.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტელეკომპანიების „მაესტროს“ და „რუსთავი 2“-ს შუა დღის გადაცემის წამყვანებს ეთერში ყვავილების თაიგული მიართვეს და მათთან ერთად მაყურებელს, გაზაფხულის მოსვლა მიულოცეს.