ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების მე-V საერთაშორისო ზამთრის სემინარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების მე-V საერთაშორისო ზამთრის სემინარი

ბაკურიანში, ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების მიერ, მე-V საერთაშორისო ზამთრის სემინარი „ბაკურიანი 2013\" გაიმართა. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს მასშტაბით ყველა წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკის, როგორიცაა “Cedex”, “New Dent”, “Unident”, Healthdent”, “Medihelp”და სხვ., ექიმები და რეზიდენტები.

 

სემინარს ასევე ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის III დონის შემდეგი სტუდენტები: თამარ ორდენიძე, ანა კუპრეიშვილი, ლიკა მელოიანი, ნინო მიქაია. სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები და საჩუქრები, გახდნენ საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების წევრები და მიიღეს შეთავაზება “Medihelp”-ის კლინიკაში ექიმ-სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.