TURINET ტრენინგები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


TURINET ტრენინგები

„ტურიზმის განვითარების ქსელმა - TURINET” გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის ჩაატარა ტრენინგ/სემინარი პროექტზე: „მოხალისეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში“.

 

სემინარს უძღვებოდნენ მარიამ მერაბიშვილი და თამარ დარჩია. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით.

 

პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ სტუდენტებთან გაფორმდება სამთვიანი ხელშეკრულება. მოხალისეები წინასწარ მომზადებული კითხვარის საშუალებით გამოიკითხავენ საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლებსა ან/და ტურიზმით და მასპინძლობით დაინტერესებულ სოფლად მცხოვრებ ოჯახებს (რომელთაც აქვთ ამ ბიზნესში ჩართვის სურვილი და შესაბამისი პოტენციალი).