საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლა საქართველოს საჯარო მოხელეებს გადაამზადებს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლა საქართველოს საჯარო მოხელეებს გადაამზადებს.

USAID-ის პროექტის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა საჯარო მოხელეების გადამზადებას იწყებს. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია/განხილვა სასტუმრო \"შერატონ მეტეხი პალასში\" გაიმართა, სადაც USAID-ს წარმომადგენლებმა გრიგოლ რობაქიძის უნივერისტეტის წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიარეს ის საკითხები, რომელიც საჯარო მოხელეების გადამზადების პროექტს ეხება. პროექტის მოსამზადებელი პერიოდი მაისსა და ივნისში ჩატარდება, ხოლო 3 000 საჯარო მოხელის გადამზადების პროექტი ივლისიდან დაიწყება.