სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2013 წლის 3 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შეუძლიათ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა) სტუდენტებმა.

 

სტუდენტებმა კონფერენციაზე საინტერესო კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს. თითოეული მოხსენების შემდეგ სტუდენტები პასუხობნენ დასმულ შეკითხვებს და იმართებოდა დისკუსია. წარმოდგენილი ნაშრომები სრულიად აკმაყოფილებდა სტუდენტთა მონაწილეებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული სტუმრები.

 

კონფერენციამ იმუშავა შემდეგი სექციების მიხედვით: I სექცია – მედიცინა II სექცია – სამართალი III სექცია – ეკონომიკა და ბიზნესი IV სექცია – ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები

 

საუკეთესო ნაშრომები დაიბეჭდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.

 

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

თეზისები იხილეთ აქ

ნომინაციები იხილეთ აქ