საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის დეკანის, პროფესორ პაატა ტურავას ვიზიტი გერმანიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის დეკანის, პროფესორ პაატა ტურავას ვიზიტი გერმანიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის დეკანის, პროფესორ პაატა ტურავა სამეცნიერო-კვლევითი მივლინებით, 2013 წლის აგვისტოში, იმყოფებოდა იენის (გერმანია) ფრიდრიხ-შილერის სახელობის უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის თანამშრომლობის პერსპექტივები და სტუდენტთა სტაჟირებების განხორციელების შესაძლებლობები. ამასთან, გერმანელ პროფესორ მიხეილ ბრენნერთან ერთად განხილულ იქნა სამართლის დარგის რეფორმირებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები და მიდგომები/წინადადებები, რომელიც უშუალო კავშირშია მშენებლობის კოდექსის ფორმირების პროცესთან.

 

ამავე პერიოდში, პროფესორ პაატა ტურავას ბრემენის უნივერსიტეტში მოღვაწე კოლეგებთან შეხვედრები დაკავშირებული იყო გარემოს დაცვითი სამართლის საკითხების განხილვა/ანალიზთან, რაც უშუალოდ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიის კოდექსის სრულფასოვანი ფორმირების პროცესთან.