გრიგოლ რობაქიძის ანდერძის აღსრულება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის ანდერძის აღსრულება

გრიგოლ რობაქიძის დაბადებიდან 133 წლის აღსანიშნად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები დიდი მწერლის ანდერძის თანახმად მცხეთაში გაემგზავრნენ. მოსახსენიებელი პარაკლისის გადახდის შემდეგ სვეტიცხოვლის ეზოშივე სტუდენტებმა მწერლის ანდერძი და ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებაში უნივერსიტეტის ყველა სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობდა.