საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი სტუდენტებს შეხვდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი სტუდენტებს შეხვდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი შეხვდა. შეხვედრა გაიმართა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობის დისციპლინის „პრესკონფერენციის მოდელირება“ ფარგლებში.

 

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იმ რეფორმებსა თუ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც უშუალოდ დგას სამინისტრო და სტუდენტების შეკითხვებსაც გასცა პასუხი. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მინისტრმა საპატიო სტუმართა სამახსოვრო ჩანაწერების წიგნში, უნივერსიტეტს ავტოგრაფი დაუტოვა.