სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში

საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა.

 

რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შერჩეული ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი თენგიზ ხრუსტალი 2014 წლის 7 თებერვლიდან 6 კვირით გაემგზავრა პოლონეთის ქალაქ ლუბლინში სტაჟირების გასავლელად.

 

სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელს და კვებას უზრუნველყოგს აისეკი.