პროფესორთა და სტუდენტთა საქმიანი ვიზიტი ავსტრიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესორთა და სტუდენტთა საქმიანი ვიზიტი ავსტრიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორებისა და სტუდენტების 13 წევრიანი ჯგუფი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ავსტრიაში.

 

ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ კრემსში, კრემსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (IMC University of Applied Sciences Krems) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მუშაობაში - ISCONTOUR 2014 (International Student Conference in Tourism Research). წარმოადგინეს ზეპირი სასტენდო მოხსენება “ტურიზმი საქართველოში – კვლევა გრძელდება“ (“Tourism in Georgia - Research in Progress“).

 

პროფესორები და სტუდენტები შეხვდნენ კრემსისა (IMC University of Applied Sciences Krems) და ზალცბურგის (Salzburg University of Applied Sciences) უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, დაისახა მომავალი თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლის შესაძლებლობა.

 

ღონისძიების თანადაფინანსება განახორციელა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.