სამეცნიერო ექსპედიცია “მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო ექსპედიცია “მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ“

„მწერალთა სახლში“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროექტის „მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეგ“ პრეზენტაცია შედგა. შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის ბატონი მამუკა თავხელიძის სიტყვით გამოსვლით გაიხსნა. პროექტის იდეის ავტორმა, უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა მოსულ საზოგადოებას პროექტის ორივე ეტაპი გააცნო. პირველი ეტაპი წიგნის „მოგზაურობა ევროპაში 300 წლის შემდეეგ“ ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია იყო. წიგნში დიდი მწერლის და მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობაა აღწერილი. გამოცემა ორენოვანია და ილუსტრირებულია ცნობილი მხატვრის მამუკა ცეცხლაძის ფერწერული ტილოებით. წარმოდგენილი იყო ასევე პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც ევროპაში მოგზაურობას გულისხმობს და 2014 წლის 8 ივნისს დაიწყება: პაატა ნაცვლიშვილი თვითონ გაიმეორებს წიგნში აღწერილ სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის მარშრუტს. „Voyage“-ის თვალის დევნა შესაძლებელია სოციალურ ქსელით. (Voyage 300 Years Later მოგზაურობა 300 წლის შემდეგ- FACEBOOK). შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, სპეციალურად მოწვეული სტუმრები, საზოგადო მოღვაწეები.