მაგისტრანტების ერთიანი ეროვნული გამოცდები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მაგისტრანტების ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მომავალ მაგისტრანტებს სპეციალურად დაგეგმილი აქციის დახმარებით უსურვა. სნოს ცივი წყალი, რომლის ბოთლებზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლოგო და წარწერა „გისურვებთ წარმატებას“ იყო განთავსებული, ალმა მატერის სტუდენტებმა მისაღებ გამოცდებზე მიმავალ მაგისტრანტებს გადასცეს. საზაფხულო აქცია რამდენიმე საგამოცდო ცენტრთან გაიმართა. მსგავსი ტიპის აქცია დაგეგმილია 15 ივლისს.