გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე

გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის და სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ალმა მატერის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, დიდი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ანდერძის მიხედვით მცხეთაში, სვეტიცხოველში გაეემგზავრნენ. ღონისძიების მონაწილეები მოსახსენებელ პარაკლისს და ზეთისცხებას დაესწრნენ და “სანთლები“ დააანთეს. შემდეგ კი ტრადიციისამებრ სვეტიცხოვლის ეზოში გრიგოლ რობაქიძის ლექსები და ანდერძი გააჟღერეს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობამაც მიიღო. ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდნენ. სვეტიცხოვლის მონახულების შემდეგ ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ალმა მატერის ახალ კორპუსს ესტუმრნენ, სადაც მათ უნივერსიტეტის რექტორმა ბატონ მამუკა თავხელიძემ, სკოლების დეკანებმა და სტუდენტურმა თვითმართველობამ უმასპინძლეს. შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობამ თბილისის მასშტაბით ტური გამართა და იმავე საღამოს ბათუმში გაემგზავრა.