,,მრგვალი მაგიდა“ - ახალი გამოწვევები და კავკასიის უსაფრთხოების პრობლემები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


,,მრგვალი მაგიდა“ - ახალი გამოწვევები და კავკასიის უსაფრთხოების პრობლემები

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით, უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 ჩატარდა „მრგავალი მაგიდა“ თემაზე: „ახალი გამოწვევები და კავკასიის უსაფრთხოების პრობლემები“.

 

„მრგვალ მაგიდის“ მუშაობაში მონაწილეობდა მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დოქტორი (ფრაიბურგი, გერმანია), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი ელიკო წიკლაური-ლამიხი.

 

საქართველოსა და კავკასიის უსაფრთხოების პრობლემებზე ისაუბრა „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა მამუკა არეშიძემ.

 

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, სამართლისა და ბიზნესისა და მართვის სკოლების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.