სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში

საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა.

 

რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შერჩეული ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი მირანდა თედეშვილი, რომელმაც 2014 წლის 6 სექტემბერიდან 6 კვირის განმავლობაში სტაჟირება გაიარა პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში. იგი ატარებდა ინტერაქტიურ ვორქშოპებს პოლონეთის სკოლებში.

 

სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელი და კვება უზრუნველყო აისეკმა.

 

მირანდა თედეშვილის შთაბეჭდილებები იხილეთ აქ.