საშობაო სკოლა და მედიაცია-უნიკალური პროექტები!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საშობაო სკოლა და მედიაცია-უნიკალური პროექტები!

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საშობაო სკოლის და მედიაციის პროექტის მონაწილეთათვის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. საშობაო სკოლის ყველა მონაწილეს კურსის დასრულების შემდეგ გადაეცათ სერთიფიკატები და ალმა მატერის 20% იანი ფასდაკლების ვაუჩერი. პროექტში მონაწილეობდა საჯარო და კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ( მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები). მედიაციის პროექტში ერთმანეთს კონკურენციას 11 გუნდი უწევდა. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდა 2 გუნდი, გამარჯვებული გუნდის წევრებს სერთიფიკატებთან ერთად გადაეცათ ალმა მატერის 100% იანი დაფინანსების ვაუჩერი (პირველი ადგილი მოიპოვეს მარიამ ოდიშერიძემ და გვანცა დარჩიაშვილმა), მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები ისწავლიან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2250 ლარად. მედიაციის ყველა დანარჩენ მონაწილეს გადაეცათ სერთიფიკატები და 20% იანი ფასდაკლების ვაუჩერები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისგან. დაჯილდოვების ცერემონიალი წარიმართა საზეიმო ვითარებაში, ფურშეტისა და ცოცხალი მუსიკის ფონზე. შეხვედრას ესწრებოდნენ: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სკოლის დირექტორები, მოსწავლეები თავიანთ მშობლებთან ერთად და ასევე მოწვეული სტუმრები ბატონი ლევან იზორია და ქალბატონი სოფო კილაძე;