შეხვედრა დამსაქმებელთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა დამსაქმებელთან

30 იანვარს ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის მიმართულების სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებელ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელს და სასტუმრო „ციტრუსის“ გენერალურ მენეჯერ შალვა ალავერდაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის თემა შეეხებოდა სტუდენტების დასაქმებას ტურიზმის სფეროში, კერძოდ სასტუმროებსა და რესტორნებში. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

 

შეხვედრაზე მომზადდა მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სასტუმრო შპს „ციტრუსი“-ს შორის, რაც ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას, პრაქტიკებსა და სხვადასხვა პროექტში ჩართულობას.