სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2015 წლის 8 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღებს (96 მონაწილე) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ბელორუსიის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბელორუსია), მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მოლდოვის რესპუბლიკა), ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის (პოლონეთი), ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტის (პოლონეთი), უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დონეცკის სამართლის ინსტიტუტის (უკრაინა), ალექსანდრიის უნივერსიტეტის (ეგვიპტე) სტუდენტებმა.

 

კონფერენციის ფარგლებში მუშაობდა შემდეგი სექციები: სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესი, მედიცინა, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები.

 

სტუდენტებმა 76 კვლევითი ნაშრომი წარმოადგინეს. მომხსენებლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და გაიმართა დისკუსია. წარმოდგენილი ნაშრომები სრულად აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს. კონფერენციას ესწრებოდნენ, როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული სტუმრები.

 

საუკეთესო გამომსვლელები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო კვლევითი ნაშრომი, ორიგინალური კვლევა, საუკეთესო პრეზენტაცია და სხვ.

 

ნომინაციები იხილეთ აქ.

თეზისები იხილეთ აქ.