სასწავლო ტური ბათუმში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო ტური ბათუმში

2015 წლის 1-2 ივლისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისთვის მოეწყო სასწავლო ტური აჭარაში, ადგილობრივი მმართველობის სისტემის გასაცნობად.

 

1 ივნისს უნივერსიტეტის სტუდენტები, ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებთან ერთად, ეწვიენ ბათუმის მუნიციპალიტეტს. სტუდენტები შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ჭეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ირაკლი ჩავლეიშვილს და საკრებულოს სხვა წევრებს: ბატონ თენგიზ აფხაზავას, ბატონ დიმიტრი დარჩისა და ქალბატონ ნინო ბერაძეს.

 

შეხვედრების დროს სტუდენტები გაეცნენ ბათუმის მონიციპალიტეტის ისტორიას, თვითმართველობის სტრუქტრურას, მუშაობის სპეციფიკას, სამსახურების საქმიანობას, ქალაქის განვითარების გეგმებს, იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ბათუმში დღეს ხორციელდება.

 

2 ივლისს სტუდენტები ეწვიენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, სადაც მათ უმასპინძლა მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა ნათია სირაბიძემ, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბატონმა დავით გაბაიძემ და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ხათუნა ნაყეურმა.

 

აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს მთავრობის სტრუქტურისა და მუშაობის შესახებ. შეხვედრისას საუბარი შეეხო, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არასამთავრობო სექტორის ჩართულობას და აჭარის მთავრობის ქმედებათა გამჭვირვალობას.

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტთა ვიზიტი, ბათუმში, მხოლოდ ოფიციალური შეხვედრებით არ შემოიფარგლა. თანაუნივერსიტეტელებს გულთბილად უმასპინძლეს ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებმა. ისინი ერთობლივ, სამომავლო გეგმებზეც შეთანხმდნენ.

 

შემოდგომაზე, თბილისში, ანალოგიური ვიზიტით ჩამოვლენ ბათუმელი სტუდენტები, რომლებსაც საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები უმასპინძლებენ.