საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა. უჩა ნანუაშვილმა სტუდენტებს 2013 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე სახალხო დამცველსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორ მამუკა თავხელიძეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.