შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სულხან მელაძის დისციპლინის - პრესკონფერენციის მოდელირების ფარგლებში ლევან ბერძენიშვილს შეხვდნენ. თემა, რომელზეც სტუმარმა ისაუბრა იყო „პარლამენტის როლი სახელმწიფოს მმართველობის სისტემაში - დღეს და ხვალ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხედვა“. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. თემის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სტუმრის მიმართ ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებთან ერთად, სამართლის სკოლის სტუდენტებმაც დასვეს შეკითხვები. სტუმარსა და სტუდენტებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია.