მემორანდუმი იუსტიციის სასწავლო ცენტრთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმი იუსტიციის სასწავლო ცენტრთან


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სამართლებრივი წერის ახალ სტანდარტებს შეისწავლიან. ელექტრონული დოკუმენტების შედგენასთან ერთად, სტუდენტებს საშუალება ექნებათ პროკურატურის სასამართლო დარბაზში სისხლის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვის.

 

მომავალი წლიდან ეს კურსი დაინერგება უნივერსიტეტის ბაკალავრიატის აკადემიურ პროგრამაში და სტუდენტებს წვდომა ექნებათ შესაბამის ბაზებთან.