გაიმართა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა, რომლის დრის წესრიგში იყო სამი საკითხი: 1. სადისერტაციო კომისიის შემადგენლობაში ახალი წევრების შეყვანის შესახებ; 2. დოქტორანტ გიგა გველესიანის სადისერტაციო ნაშრომის «ფისკალური დეცენტრალიზაციის პრობლემები პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში (საქართველოს მაგალითზე)» დაცვის შესახებ; 3. დოქტორანტ ლოიდ ქარჩავას სემინარის თემაზე: “ბიზნესკომუნიკაციების განვითარების მდგომარეობა საქართველოში” განხილვა.
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომას 21 წევრიდან ესწრებოდა 18 წევრი. პირველ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თ. გამსახურდიამ.
სადისერტაციო საბჭომ დაამტკიცა (დღისწესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი) ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბჭოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება ამავე ფაკულტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში ახალი წევრების შეყვანის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების შედეგად სადისერტაციო საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა და გახდა 24.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი იყო დოქტორანტ გიგა გველესიანის სადისერტაციო ნაშრომის «ფისკალური დეცენტრალიზაციის პრობლემები პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში (საქართველოს მაგალითზე)» დაცვა.
სადოქტორო დისერტაციასთან დაკავშირებული გამოხმაურებების და წამყვანი ორგანიზაციის დასკვნის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა სწავლულმა მდივანმა ასოცირებულმ პროფესორმა ე. სარჯველაძემ. გამოხმაურებები მიღებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან, გაეროს განვითარების ეკონომიკური ბიუროდან, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან, ვარშავის ლაზარსკის ეკონომიკის უნივერსიტეტიდან და ა.შ.
შემდეგ სიტყვა გადაეცა დოქტორანტს და ოფიციალურ ოპონენტებს: თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორს ე. ხარაიშვილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს ლ. ქისტაურს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს დ. ნარმანიას.
წამყვანი ორგანიზაციის დასკვნა დამსწრეთ გააცნო სწავლულმა მდივანმა.
დოქტორანტს შეკითხვები დაუსვეს საბჭოს წევრებმა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ე. ჯგერენაიამ, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა მ. ჟიბუტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა მ. გოგოტიშვილმა და სხვებმა.
დოქტორანტისა და მისი ნაშრომის შესახებ მოკლე ინფორმაცია წარმოადგინა ხელმძღვანელმა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორმა ნ. ხადურმა. ასევე აზრი გამოთქვა საპატრიაქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა მ. ჟიბუტმა.
სადოქტორო დისერტაციის დაცვის პროცედურის შესაბამისად ეკონომიკის მიმართულების კომისიის (რომლის შემადგენლობაშიც შედის 15 კაცი, რომელთაგანაც ესწრებოდა 10) წევრებმა განიხილეს სადისერტაციო კომისიის
დასკვნა, აირჩიეს ხმის დამთვლელი კომისია სამი წევრის შემადგენლობით და კენჭი უყარეს სამეცნიერო ხარისხის მაძიებელის გ. გველესიანის მიერ ძიებული ხარისიხის მინიჭების საკითხს.
ეკონომიკის მიმართულების კომისიის ბიულეტენების დათვლის შედეგად დოქორანტმა მიიღო 10 დადებითი ხმა, რის შედეგადაც კომისიამ გ. გველესიანს მიანიჭა დოქტორის (PhD) აკადემიური ხარისხი. ეკონომიკის მიმართულების კომისიის გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს სადისერტაციო საბჭოს წევრებმა.
შემდეგ სადისერტაციო საბჭომ მოისმინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი - დოქტორანტ ლ. ქარჩავას სემინარი თემაზე: “ბიზნესკომუნიკაციების განვითარების მდგომარეობა საქართველოში” (მეცნიერ ხელმძღვანელი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი რ. გველესიანი).
ლ. ქარჩავას შეკითხვები დაუსვეს ასოცირებულმა პროფესორმა ლ. ჩაგელიშვილმა, სრულმა პროფესორმა მ. გოგოტიშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვ. კიკუტაძემ. თავისი მოსაზრება და შენიშვნები გამოთქვეს პროფესორმა მ. გოგოტიშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა ს. ფეტელავამ და პროფესორმა რ. გველესიანმა.
კენჭისყრის შედეგად სემინარი შეფასდა დადებითად და დღისწესრიგში გათვალისწინებული ყველა საკითხი ამოიწურა.