მიწვევა კავკასიის უნივერსიტეტის მეექვსე წლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მიწვევა კავკასიის უნივერსიტეტის მეექვსე წლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე

28-29 მაისს კავკასიის უნივერსიტეტი მასპინძლობს მეექვსე წლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც შეეხება თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს.

 

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება 20-მდე გამოცდილი და ახალგაზრდა მეცნიერის მონაწილეობა. კონფერენციის თემატიკა ინტერდისციპლინურია და მოწოდებულია შეაფასოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციული პროცესების გავლენა ქვეყნის სტატუსსა და კონკურენტუნარიანობაზე რეგიონულ და საერთაშორისო სისტემაში.

 

ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტი განიხილავს საკონფერენციო ნაშრომებს, რომლებიც მეთოდოლოგიურად წარმოადგენს შემთხვევის შესწავლას, შედარებით კვლევას და მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური განვითარების თეორიულ (მეორადი წყაროების კვლევა), ემპირიულ (პირველწყაროების - თვისებრივი, რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი) და მეთოდოლოგიურ (სარეკომენდაციო) საკითხებს.

 

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: research@cu.edu.ge.

 

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.

 

აპლიკაციის ფორმა

 

საკიონტაქტო პირი: მარიამ სულაშვილი, მობ. 591 25 60 25