ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული იწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული იწყება

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მიმდინარე წელს კვირეული გაიმართება 02-10 დეკემბერს, მასში მონაწილეობს 15 უნივერსიტეტი, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

2019 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

 

ღონისძიება N1

 

საჯარო ლექცია „ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელისშემშლელი ფაქტორები“

2019 წლის 03 დეკემბერს 13.00 საათზე ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია „ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელის შემშლელი ფაქტორები“. საჯარო ლექციის ფარგლებში ქვეყნის შიგნით გადაადგილების ძირითად გამომწვევ მიზეზებთან ერთად განხილული იქნება, როგორც ადგილნაცვალ პირთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიმართული ძირითადი ტენდენციები, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისა და ეროვნული მთავრობების მიერ შემუშავებული რიგი სამართლებრივი მექანიზმები.

საჯარო ლექციას წაიკითხავს ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ცენტრის“ თავმჯდომარე ბაქარ მაცაბერიძე.

 

ღონისძიება N2

 

სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება მიუსაფარ ბავშვთა განათლების ხელშეწყობა

2019 წლის 06 დეკემბერს 13.00 საათზე ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრებიან სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები.

ღონისძიების ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი, საგანმანათლებლო აქტივობა.

ღონისძიებას წარუძღვება საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახური.

 

ღონისძიება N3

 

საჯარო დისკუსია „შრომის კანონმდებლობის აქტუალური საკითხები“

2019 წლის 09 დეკემბერს 17.00 საათზე ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეგიდით გაიმართება საჯარო დისკუსია შრომის კანონმდებლობის აქტუალურ საკითხებთან, მათ შორის, საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

დისკუსიას წარუძღვებიან: საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი, EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი.