აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორუმი

მიმდინარე წლის 20-30 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში გაიმართება აღმოსვლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორუმი.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპული ინსტიტუტი და საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიისა და მოლდავეთის უნივერსიტეტები ახორციელებენ ერთობლივ პროექტს იურიდიულ სწავლებასთან დაკავშირებით. ღონისძიებაში საქართველოდან 5 უნივერსიტეტი, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მონაწილეობს.

 

პროექტის ძირითადი მიზანია მასში მონაწილე 21 პარტნიორი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების მიერ საერთო საერთაშორისო ქსელის განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს იურიდიულ სწავლებასა და კვლევას, განსაკუთრებით საერთაშორისო და ევროპული სამართლის მიმართულებით.

 

 

საკონტაქტო პირი: გიორგი მირიანაშვილი g.mirianashvili@gruni.edu.ge