შიდასაუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „GRUNI - ბათუმი 2019”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შიდასაუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „GRUNI - ბათუმი 2019”

სამეცნიერო კვლევებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, სამეცნიერო სფეროში აქტიურად ჩართულობის, მათი მეცნიერად ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ, საუნივერსიტეტთაშორისო და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის ურთიერთმეგობრობის ხელშეწყობის მიზნით 2019 წლის 24 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია შემდეგი მიმართულებებით:

 

  • “ინოვაციური ბიზნესგარემო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში“ - ბიზნესის და მართვის სკოლა;
  • “მმართველობითი სტანდარტების მოდიფიკაცია თანამედროვე საჯარო სექტორში“ - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა;
  • “თანამედროვე გამოწვევები და აქტუალური საკითხები სამართალში“ - სამართლის სკოლა.

 

ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი კვლევები ბიზნესის ადმინისტრირების, (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი), ტურიზმის, საჯარო მმართველობის, პოლიტიკის, კერძო და სისხლის სამართლის მიმართულებებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა ეძლევათ ზემოაღნიშნული მიმართულებების მიხედვით, თავიანთ სურვილისამებრ, წარმოადგინონ კონფერენციის მოხსენების თემა, რომლის მიღებას დაადასტურებს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტი უნდა წარმოადგინონ 14 ნოემბრამდე. შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.turmanidze@gruni.edu.ge 

ძირითადი მოთხოვნები:

  1. აბსტრაქტი - 100-150 სიტყვა;
  2. აბსტრაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  3. შრიფტი “Sylfaen”, ზომა – 11, სტრიქონებს შორის მანძილი 1, ველების მანძილი (ყველა მხრიდან) 2 სმ;
  4. აბსტრაქტის დასაწყისში (სათაურამდე) უნდა იქნეს მითითებული ავტორის (თანაავტორის) სახელი და გვარი, ქვეყანა და ქალაქი, სასწავლო დაწესებულების დასახელება, სკოლის დასახელება, საბაკალავრო პროგრამა, დონე; შემდეგ უნდა იქნეს წარმოდგენილი ნაშრომის სათაური და ბოლოს ხელმძღვანელის სახელი და გვარი წოდების მითითებით;

დასაშვებია მოხსენება ორი მომხსენებლის თანაავტორობით.

მოხსენების რეგლამენტი 10 წუთი;

დისკუსია - 3 წუთი.

 

ნიმუში

საპლიკაციო ფორმა

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 ნოემბერი, 2019 წელი.

 

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მომხსნებლი. თეზისები დაიბეჭდება კრებულში.

 

კონფერენციის ორგანიზატორი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა.