პროგრამის OSF EURASIA სტიპენდიები ტარტუს უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროგრამის OSF EURASIA სტიპენდიები ტარტუს უნივერსიტეტში

ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) იწვევს აპლიკანტებს სოციალური მეცნიერებების დოქტორობის კანდიდატებისა და დოქტორებისთვის ხუთთვიანი სტიპენდიის მისაღებად, იოჰან სკიტეს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში, ღია საზოგადოების ფონდების ევრაზიის პროგრამის მხარდაჭერით. მოწვევა მიმართავს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდავეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეებს.

 

სტიპენდიის პერიოდი: 2020 წლის 3 თებერვალი - 2020 წლის 2 ივლისი;

განაცხადების მიწოდების ბოლო ვადა: 2019 წლის 14 ნოემბერი.

 

თემატური ფოკუსი:

სტიპენდიის პროგრამა ფოკუსირებულია ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ტრანზიციაზე, შედარებით პერსპექტივაში.

 

სტიპენდიის პროგრამა წარმოდგენილია იმ მოსაზრებით, რომ არსებობს მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომლებიც მიიღება ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ტრანზიციის შედარებითი ანალიზის შედეგად და რომ ასეთ ანალიზს აქვს პოტენციალი გამოიწვიოს უკეთესი პოლიტიკა და პოზიტიური ცვლილებები. ვიწვევთ დოქტორობის კანდიდატებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს შემოგთავაზონ ამ ზოგადი თემის შესაბამისი კვლევითი პროექტები. სპეციფიკური ქვე თემები, რომლებზედაც მასპინძელი ინსტიტუტი მზად არის კვლევის ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად, კვლევა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

  • დემოკრატია, დემოკრატიზაცია, არჩევნები;
  • სახელმწიფოსა და ერის მშენებლობა, მმართველობა, პოლიტიკური ინსტიტუტები;
  • ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული საზოგადოება, ელექტრონული მომსახურება, ელექტრონული ხმის მიცემა;
  • ეთნიკური მრავალფეროვნება, უმცირესობის პოლიტიკა;
  • პოლიტიკური მეხსიერება, მეხსიერების პოლიტიკა, ტრანზიციული კანონი;
  • თვითმყოფადობა, ღირებულებები, საზოგადოებრივი აზრი;
  • ევროინტეგრაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩათვლით; რეგიონალური ინტეგრაციის სხვა პროექტები და ინიციატივები;
  • საერთაშორისო ურთიერთობები ევროპასა და ევრაზიაში;
  • ტრანზიციის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა;
  • ენერგეტიკული რეჟიმები;
  • სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და საერთაშორისო წესრიგი;
  • გაყინული კონფლიქტები და დე ფაქტო სახელმწიფოები ევრაზიაში;
  • ბალტიის ტრანზიციის და რეფორმის გამოცდილება;

 

პროექტი მხარს უჭერს ორ სტიპენდიანტს (ერთი დოქტორანტურის კანდიდატი და ერთი დოქტორი) 5 თვის განმავლობაში (2020 წლის 3 თებერვალი - 2020 წლის 2 ივლისი). სტიპენდიანტები იქნებიან რეზიდენტები ტარტუს უნივერსიტეტის იოჰან სკიტეს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში (იხილეთ აგრეთვე მასპინძელი ინსტიტუტი, ქვემოთ). ისინი იმუშავებენ თავიანთ ინდივიდუალურ კვლევით პროექტებზე უფროსი აკადემიური ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ. სტიპენდიის მსვლელობისას მათ შესაძლებლობა ექნებათ გააუმჯობესონ თავიანთი ანალიტიკური უნარები, კვლევის მეთოდოლოგია და წერა, მასპინძელი ინსტიტუტის მიერ მოწოდებული რესურსების გამოყენებით, ზედამხედველობითა და ტრენინგით.

 

ფინანსური პირობები:

სტიპენდიანტებს მხარს უჭერს OSF ევრაზიის პროგრამის გრანტი, რომელსაც ტარტუს უნივერსიტეტი ახორციელებს. გრანტი მოიცავს მოგზაურობას, ვიზას, დაბინავებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და ცხოვრების ხარჯებს სტიპენდიის პერიოდში. კერძოდ, დოქტორანტურის კანდიდატი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1200 ევროს, ხოლო დოქტორი მიიღებს ხელფასს - თვეში 1500 ევრო.

 

სტიპენდიანტებმა უნდა დაფარონ საცხოვრებლისა და ცხოვრების ხარჯები ზემოთ აღნიშნული ყოველთვიური შემოსავლებიდან.

 

მონაწილეობის უფლება:

  • აპლიკანტი უნდა იყოს ევრაზიის პროგრამის ერთ – ერთი სამიზნე ქვეყნის მოქალაქე (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა ან უზბეკეთი) და მუდმივად ცხოვრობდეს ერთ-ერთ ამ ქვეყანაში;
  • სადოქტორო კანდიდატის სტიპენდიის მსურველები უნდა იყვნენ დოქტორანტები, რომლებიც ჩაირიცხნენ სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაში (სასურველია, პოლიტიკურ მეცნიერება ან საერთაშორისო ურთიერთობები) ერთ-ერთი პროგრამის ქვეყნის უმაღლესი განათლების ინსტიტუტში (განაცხადის შეტანამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე);
  • დოქტორის სტიპენდიის მსურველები უნდა იყვნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთაც მიენიჭათ დოქტორის წოდება (ან კანდიდატის წოდება) სოციალურ მეცნიერებებში (სასურველია პოლიტიკურ მეცნიერებაში ან საერთაშორისო ურთიერთობებში ან მჭიდროდ დაკავშირებულ სფეროში) განცხადებამდე ექვსი წლის განმავლობაში;
  • აპლიკანტები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას უმაღლეს დონეზე (რათა შეძლონ ლექციების მოსმენა/წაკითხვა და ინგლისურ ენაზე აკადემიური ან პოლიტიკური ნაშრომების დაწერა);
  • უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს, რომელთა ნაშრომებს აქვთ პოტენციალი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ინტერესში და ღია საზოგადოებების მშენებლობაში, ასევე იმ პირებს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში იზოლაციის ან მარგინალიზაციის რისკის წინაშე დგანან;
  • პირები, რომლებსაც უკვე აქვთ მნიშვნელოვანი დრო გატარებული ევროკავშირში ან ჩრდილოეთ ამერიკაში და ფართოდ ისარგებლეს საგრანტო პროგრამების შედარებითი პროგრამებით, როგორც წესი, არ შეირჩევიან მხარდაჭერისთვის.

 

წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი სადოქტორო კანდიდატისთვის:

  • შევსებული განაცხადის ფორმა,
  • სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი);
  • სტიპენდიის პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელი კვლევითი პროექტის აღწერა (მაქსიმუმ 3 გვერდი), პროექტის მიზნების და აქტუალურობის დეტალები, ძირითადი კვლევითი კითხვები, თეორიული და ემპირიული მიდგომები და გამოყენებული მონაცემები. გთხოვთ მიუთითოთ რა იქნება კვლევის კონკრეტული შედეგი (აკადემიური სტატია, დისერტაციის თავი ან წიგნი; პოლიტიკის ფურცელი და ა.შ.). შეგიძლიათ მიუთითოთ რა სახის დახმარება და რჩევა გჭირდებათ ამ პროექტთან დაკავშირებით;
  • CV, რომელშიც მოცემულია განათლება, პროფესიული გამოცდილება და ნებისმიერი პუბლიკაცია;
  • უნივერსიტეტის ოფიციალური წერილი, რომელიც დაადასტურებს სადოქტორო პროგრამაში ჩარიცხვას, აკადემიური ასლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასრულებული კურსების შესახებ;
  • განმცხადებლის პასპორტის საიდენტიფიკაციო გვერდების ასლი.

 

 

წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი დოქტორისთვის:

  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი);
  • სტიპენდიის პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელი კვლევითი პროექტის აღწერა (მაქსიმუმ 3 გვერდი), პროექტის მიზნების და აქტუალურობის დეტალები, ძირითადი კვლევითი კითხვები, თეორიული და ემპირიული მიდგომები და გამოყენებული მონაცემები. გთხოვთ მიუთითოთ რა იქნება კვლევის კონკრეტული შედეგი (აკადემიური სტატია, დისერტაციის თავი ან წიგნი; პოლიტიკის ფურცელი და ა.შ.). შეგიძლიათ მიუთითოთ რა სახის დახმარება და რჩევა გჭირდებათ ამ პროექტთან დაკავშირებით;
  • CV, რომელშიც მოცემულია განათლება, პროფესიული გამოცდილება და ნებისმიერი პუბლიკაცია;
  • სადოქტორო დიპლომის (ან კანდიდატის ხარისხის) ასლის აკადემიური ასლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასრულებული კურსების შესახებ;
  • განმცხადებლის პასპორტის საიდენტიფიკაციო გვერდების ასლი.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • კვლევის ხარისხი და მიზანშეწონილობა, მათ შორის, თუ რამდენად შეესაბამება იგი თემატურ აქცენტს და პროგრამის სპეციალურ ქვე თემებს, ასევე მასპინძელი ინსტიტუტის კომპეტენციებს (როგორც აღწერილია ზემოთ);
  • კანდიდატის აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაცია და შესაძლებლობები;
  • კანდიდატის პოტენციალი ხელი შეუწყოს სამშობლოში / უფრო ფართო რეგიონში აკადემიურ და პოლიტიკურ დებატებს;
  • ინგლისური ენის ფლობის დონე.

 

ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. აკადემიური ჩანაწერები შეიძლება იყოს სხვა ენაზე, მაგრამ უნდა ახლდეს განმცხადებლის მიერ მოწოდებული თარგმანი (ხელმოწერილი).

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სამეცნიერო კვლვით ცენტრს შემდეგ მისამართზე - m.sulashvili@gruni.edu.ge