სამეცნიერო ნაშრომების მიღება საჯარო ფინანსებისა და საფინანსო სამართლის აქსიოლოგიაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო ნაშრომების მიღება საჯარო ფინანსებისა და საფინანსო სამართლის აქსიოლოგიაზე

საერთაშორისო, სამეცნიერო, რეფერირებადი ჟურნალი „Białostockie Studia Prawnicze“ აცხადებს სტატიების მიღებას საჯარო ფინანსებისა და საფინანსო სამართლის აქსიოლოგიის შესახებ.

 

დაინტერესებულმა პირებმა სტატიები უნდა გამოგზავნონ, არაუგვიანეს, 2019 წლის 15 დეკემბრისა.

 

ინფორმაცია ავტორებისთვის

  • სტატია უნდა იყოს, საშუალოდ, 2800-4200 სიტყვა, შენიშვნებისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით. თუმცა, თუ სტატია არ ემთხვევა მითითებულ მოთხოვნას, შესაძლოა რედაქტორთან მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა;
  • გაგზავნილი სტატიები შემოწმდება ორმაგი ბრმა რეცენზირების მეთოდის საშუალებით;
  • სტატიები უნდა იყოს ინგლისურენოვანი;
  • სარედაქციო მოთხოვნები მითითებულია შემდეგ ბმულზე: http://bsp.uwb.edu.pl/en/for-authors.
  • ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: m.sulashvili@gruni.edu.ge

 

ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება არის უფასო, თუმცა არ ანაზღაურდება.

 

დამატებით ინფორმაციას აქსიოლოგიის შესახებ შესაძლოა გაეცნოთ შემდეგ მისამართზე

 

 

საკონტაქტო პირი: m.sulashvili@gruni.edu.ge 591 25 60 25