სამედიცინო კონფიდენციალურობის შესახებ სამეცნიერო ნაშრომების მიღება იწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამედიცინო კონფიდენციალურობის შესახებ სამეცნიერო ნაშრომების მიღება იწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებსა და დოქტორანტებს საშუალება ეძლევათ გამოქვეყნონ თავიანთი აკადემიური ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - „Białostockie Studia Prawnicze“.

ჟურნალი არის პოლონეთის ბიალისტიკოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული გამოცემა, რომელიც აცხადებს სამედიცინო კონფიდენციალურობის შესახებ სტატიების მიღებას.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 30 ნოემბერი - სტატიის გაგზავნის საბოლოო თარიღი;
  • 31 დეკემბერი - ორმაგი, ბრმა მეთოდით რეცენზირების შემდგომ, სტატიების გამოქვეყნების შესახებ ავტორების ინფორმირება;
  • 2020 წლის აპრილი - ჟურნალის გამოცემა;

 

ინფორმაცია ავტორებისთვის:

  • სტატია უნდა იყოს, საშუალოდ, 2800-4200 სიტყვა, შენიშვნებისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით. თუმცა, თუ სტატია არ ემთხვევა მითითებულ მოთხოვნას შესაძლოა რედაქტორთან მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა;
  • გაგზავნილი სტატიები შემოწმდება ორმაგი ბრმა რეცენზირების მეთოდის საშუალებით;
  • სტატიები უნდა იყოს ინგლისურენოვანი;
  • სარედაქციო მოთხოვნება მითითებულია შემდეგ ბმულზე: http://bsp.uwb.edu.pl/en/for-authors.
  • ნაშრომი უნდა გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: m.sulashvili@gruni.edu.ge

 

ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება არის უფასო, თუმცა არ ანაზღაურდება.

 

 

საკონტაქტო პირი: m.sulashvili@gruni.edu.ge 591 25 60 25