შიდასაუნივერსიტეტო კონფერენცია ბიზნესის ადმინისტრირებაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შიდასაუნივერსიტეტო კონფერენცია ბიზნესის ადმინისტრირებაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ინიციატივით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო, სტუდენტური კონფერენცია. 

 

 კონფერენცია განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლების სტუდენტებისათვის. 

 

 კონფერენცია ბიზნესის ადმინისტრირებაში

 

4 თებერვალი - კონფერენციის ძირითადი თემა - "ინოვაციური ბიზნესგარემო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში".

  • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის სკოლის ბაკლავარიატის საფეხურის სტუდენტებს;
  • წარმოდგენილი კვლევების შინაარსი უნდა შეეხებოდეს ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებს (ფინანსები, მარკეტინგი, მენჯმენტი) და ტურიზმს.

აღიშნული მიმართულებით დასაშვებია მოხსენება ორი მომხსენებლის თანაავტორობით.

  • კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი;
  • გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მომხსენებლები;
  • წარმოდგენილი ნაშრომები დაიბეჭდება სამეცნიერო კრებულში;

 

მოხსენების ფორმატი

  • მოხსენების რეგლამენტი - 10 წუთი;
  • დისკუსია - 3 წუთი.

 

რეგისტრაციის გასავლელად კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომის სათაური და აბსტრაქტი უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ მისამართზე: g.turmanidze@gruni.edu.ge 

თბილისის კამპუსის სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან მგზავრობის დაფინანსებითა და საცხოვრებლით ბათუმის სტუდენტურ საცხოვრებელში.

 

რეგისტრაციისა და აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო თარიღია 20.12.2018

 

 ძირითადი მოთხოვნები:

  1. აბსტრაქტი - 100-150 სიტყვა;
  2. აბსტრაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  3. წარმოდგენილი უნდა იქნეს ნაშრომის სრული ელექტრონული ვერსია; მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს.
  4. შრიფტი “Sylfaen”, ზომა – 11, სტრიქონებს შორის მანძილი 1, ველების მანძილი (ყველა მხრიდან) 2 სმ;
  5. აბსტრაქტის დასაწყისში (სათაურამდე) უნდა იქნეს მითითებული ავტორის (თანაავტორის) სახელი და გვარი, ქვეყანა და ქალაქი, სასწავლო დაწესებულების დასახელება, სკოლის დასახელება, საბაკალავარო პროგრამა, (ბაკალავრიატი), დონე; შემდეგ უნდა იქნეს წარმოდგენილი ნაშრომის სათაური და ბოლოს ხელმძღვანელის სახელი და გვარი, წოდების მითითებით;

 ნიმუში

 საპლიკაციო ფორმა

 

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან მაისურაძე - k.maisuradze@gruni.edu.ge 577 25 34 60

 გუგული თურმანიძე - g.turmanidze@gruni.edu.ge 571 34 34 20