“კენტავრი“ 10 წლისაა!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


“კენტავრი“ 10 წლისაა!

 

სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი “კენტავრი“ 10 წლისაა!

 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საგანგებოდ ემზადება.

 

ფესტივალი მიმდინარე წლის 25, 26, 27 ნოემბერს გაიმართება. საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე დაიწყო ნამუშევრების მიღება.

 

26 ნოემბერს ჟიური შეაფასებს ფესტივალზე წარმოდგენილ ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:

 

“საუკეთესო საავტორო პროექტი“;

“საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“;

“საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი“;

“საუკეთესო მონტაჟი და სპეცეფექტები“;

“წარმატებული დებიუტი“;

“ჟიურის სიმპათია“.

 

27 ნოემბერს კინოთეატრ “ამირანში“, ფესტივალის დასკვნით საღამოზე, გაიმართება საუკეთესო ნამუშევრების ჩვენება.

 

გამარჯვებულებს დიპლომები და სხვადასხვა პრიზი გადაეცემათ.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m. lomia@gruni.edu.ge