გაიგე მეტი საქართველოს ტურიზმის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გაიგე მეტი საქართველოს ტურიზმის შესახებ

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიას მე-3 პავილიონში სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართება გამოფენა, რომლის მიზანია საქართველოს ტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება, სტუდენტების ინფორმირება და ტურიზმის სფეროში კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობა.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად გაესაუბრონ წარმატებული კერძო კომპანიების წარმომადგენლებს, მიიღონ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ და გაიგონ რა უნარ-ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლებისათვის ამ სფეროში პრიორიტეტული.

 

გამოფენაში მონაწილეობა უფასოა.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი -  m.piranashvili@gruni.edu.ge