ალმა მატერის არაფორმალური განათლების ფესტივალი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ალმა მატერის არაფორმალური განათლების ფესტივალი

ყურადღება!

 

დიდი ხნის პაუზის შემდეგ!

 

მხოლოდ თქვენთვის!

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივესიტეტი ყველა სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გაძლევთ შანსს ჩაერთოთ ძალიან სახალისო, ინფორმაციულ და შემეცნებით ღონისძიებაში, რომელსაც “ალმა მატერის არაფორმალური განათლების ფესტივალი“ ეწოდება.

 

პროექტი ხორციელდება 15-16-17 დეკემბერს უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით.

 

სამი დღის განმავლობაში მოსწავლეებს გაძლევთ საშუალებას:

  • ჩაერთოთ / მიიღოთ ძალიან დიდი გამოცდილება, მომავალი წარმატებული ცხოვრებისთვის;
  • შეიძინოთ ან გაიუმჯებესოთ ისეთი უნარები, როგორიცაა: ლიდერობა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, ორატორობა და ბევრი სხვა რამ, რაც ნამდვილად გჭირდებათ მომავალი ცხოვრების და წარმატებული კარიერის სწორად დაგეგმვისათვის

 

პროექტის სამუშაო ენაა: ქართული/ინგლისური;

 

ტრენინგები ჩატარდება 3 დღის განმავლობაში.

 

განსახილველი თემები იქნება:

  1. ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაცია;
  2. დროის მართვა (Time Management);
  3. ლიდერობა წარმატებისთვის;
  4. თავისუფალი აზროვნება;
  5. ინკლუზია;

 

ასევე, ყველა სატრენინგო ჯგუფი შეისწავლის პროექტების მენეჯმენტს

 

-> რომელიც ჩვენი ღონისძიების მთავარი მიმართულებაა.

 

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ვორქშოფის ჩატარებისა და მონაწილეების განწყობის ასამაღებლად ჩვენთან ერთად იზრუნებენ სკაუტები, ტრენინგებს კი ძალიან გამოცდილი ტრენერები ჩაატარებენ.

 

გელოდებით, ერთად მივიღოთ მონაწილეობა “ალმა მატერის არაფორმალური განათლების ფესტივალში“, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზით.

 

რეგისტრაცია

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 7 დეკემბერი, 2017 წელი;

პროექტში მონაწილეობა: უფასოა

პროექტის ჩატარების თარიღი: 15-16-17 დეკემბერი

პროექტის ლოკაცია: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა მატერი“).

 

წინ გელით კიდევ ძალიან ბევრი სურპრიზი!

რომელსაც ნელ-ნელა გაიგებთ.

 

 

საკონტაქტო პირი:  სოფიო თავბერიძე - 551041144 s.tavberidze@gruni.edu.ge sofitavberidze@gmail.com