ექიმთა გადამზადების პროგრამები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ექიმთა გადამზადების პროგრამები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა აგრძელებს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში სხვადასხვა სასწავლო კურსის განხორციელებას.

 

ამ კუთხით მომზადებულია და ა.წ. 10 სექტემბრიდან განხორციელდება სასწავლო პროგრამები: “სტაციონარული დაწესებულებების კლინიკის მენეჯერის მუშაობის ადმინისტრირება“ (პროგრამა დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 15 ივნისის N5 სხდომის გადაწყვეტილებით (რს-451) და “სტომატოლოგიური კლინიკის მუშაობის მენეჯმენტი” (პროგრამა დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2017 წლის 15 ივნისის N5 სხდომის გადაწყვეტილებით (რს-452). 

 

სასწავლო პროგრამებში განხილული პრობლემები შერჩეულია ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის, სტრატეგიული მიმართულებების და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის N 244/ნ და 2017 წლის N 01-21/ნ ბრძანებების გათვალისწინებით.

 

დეტალური ინფორმაცია

აპლიკანტების რეგისტრაცია

 

 

საკონტაქტო პირი: ოთარ გერზმავა; 599503407